ტრენინგი აქტიურობის ფაზაში შედის და კულიმინაციას აღწევს!
რით დავიწყეთ დღეს? რა იყო საინტერესო? რა თქმა უნდა ბევრი რამ , ტრენინგის მონაწილეებმა წარმოვადგინეთ პროექტის მონახაზი, ვისაუბრეთ როგორ შეიძლება წარიმართოს ჩვენი პროექტი . გვქონდა მნიშვნელოვანი აქტივობები გამორჩენილი ,მონაწილეებმა ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი ,მას შემდეგ რაც ტრენერმა კარგად დაგვაკვალიანა რა აქტივობა შეიძლება გამოვიყენოთ პროექტის მსვლელობა რომ სწორად და საინტერესოდ დავგეგმოთ.
შემდეგ ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე,
განვიხილეთ რა შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ინტერნეტში განთავსებული მასალა. ვისწავლეთ ინტერნეტში სურათების და ვიდეოების მოძიება, მისი შენახვა და საქაღალდეში გადატანა. შევავსეთ შაბლონი სადაც მოვათავსეთ სურათების და ვიდეოების მისამართები და სახელწოდებები რომელსაც გამოვიყენებთ პროექტში. ერთი სიტყვით ყველაფერი რასაც ვსწავლობთ საინტერესოა ,ტრენერი თითქმის ყველა მონაწილეს გვეხმარება საჭიროების შემთხვევაში და ხშირად გვჭირდება დახმარება .( რით გვიძლებს არ ვიცი, რა ნებისყოფა აქვს;)ვაგრძელებთ მუშაობას , ვინაიდან და რადგანაც სულ გადარბენაზე ვარ რეფლექსიას პარალელურ რეჟიმში ვწერ :)).ტრენერმა პრეზენტაციის გაკეთება დაგვავალა სახლში მოსწალეთა .რომელიღაც კონკრეტულ ჯგუფზე.ნიმუშად გვაჩვენა პრეზენტაციები.. განსაკუტრებით მომეწონა,, შესანიშნავია გეპარდად დაბადებაა... და მოგვცა რჩევები როგორ გავაკეთოთ პრეზენტაცია...
No comments:
Post a Comment