ტრენერობა ყოველთვის მინდოდა და ვფიქრობდი ეს იოლი იყო ,თუმცა დღეს დავრწმუნდი რომ ძალიან რთული საქმეა . გაქვს უდიდესი პასუხიმგებლობა და მოვალეობა ვინაიდან გიწევს ძალიან ბევრი სამუშაოს შესრულება , ტრენინგის ყველა მონაწილეს უნდა მისცე რჩევა , დაეხმარო კომპიუტერთან მუშაობის პროცესში ასწავლო უნარ-ჩვევები და ამავდროულად მიაწოდო სატრენინგო მასალა . ამას ხომ დიდი ნებისყოფაც სჭირდება ,ჰოდა გამძლეობა ვუსურვოთ ჩვენს ტრენერს . დღევანდელი დღეც საინტერესო იყო ანუ გუშინდელზე უკეთესი .დღე პროექტის შეფასების მეთოდების განხილვით დავიწყეთ .
შევავსეთ შეფასების გეგმა , ჯგუფი კოლეგიალურია და ურთიერთ- შეთანხმების და აზრთა შეჯერების შემდეგ დავიწყეთ გეგმის შაბლონის შევსება. ტრენერის დახმარებით და მნიშვნელოვანი რჩევების საფუძველზე ტრენინგის მონაწილეებმა განვიხილეთ და შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. მივიღეთ დავალება სახლში შესასრულებლად .ვფიქრობ მომავლისთვის ამ ცოდნას ხშირად გამოვიყენებ და პროექტ გაკვეთილებსაც საინტერესოდ დავგემავ.
მოვისმინე თქვენი თემა, ძალიან კარგი და საინტერესო იყო.წარმატებებს გისურვებ. რჩევებს გავითვალისწინებ.
ReplyDelete