ჩემს ცხოვრებაში სწავლა-სწავლების პროცესს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ის როგორც საინტერესო ამავდროულად საჭიროა ჩემთვის რადგან , სურვილი მაქვს მუდმივად ვიზრუნო ჩემს განვითარებაზე და არ ჩამოვრჩე გამოწვევებს რომელსაც განათლების სისტემა მთავაზობს.ამიტომ როგორც ყოველთვის ხშირად ვსტუმრობ: , განათლების საინფორმაციო ვებ-გვერდებს ,(და არა მარტო მათ )ვკითხულობ პუბლიკაციებს დაინტერესებული ვარ გამოცდებით , ,ტრენინებით და შესაბამისად ვცდილობ, მოვიძიო ახალი ინფორმაცია, შევიძინო ახალი უნარ-ჩვევები რომლებიც საჭიროა და ამავდროულად წინსვლაშიც მეხმარება.პროფესია მაიძულებს და უფრო მეტიც ,საინტერესოს ხდის ჩემს ცხოვრებას რადგან ძიების პროცესი ,ახლის მიგნება ,მნიშვნელოვანია არა მარტო ჩემთვის არამედ ჩემი მოსწავლეებისთვის.ამიტომ ვცდილობ არ ჩამოვრჩე დროს და გამოვიყენო ყველა რესურსი რომელზედაც ხელი მიმიწვდება. დღევანდელი დღე ჩემთვის საინტერესოდ დაიწყო ინტელის ტრენინგით. ,,პროექტებით სწავლება,,. მიუხედავად იმისა რომ კომპიუტერულ უნარებს კარგად ვფლობ ,ტრენინგი ჩემთვის მაინც საინტერესო აღმოჩნდა ,რადგან ყველა ტრენინგზე შესაძლოა ახალი რამ ისწავლო ,ან თუნდაც კარგად ნასწავლი გაიხსენო.ტრენინგის დასაწყისი საინტერესოდ წარიმართა ტრენერმა შეძლო მარტივად და აეხსნა ჩვენთვის ტრენინგის მიზანი . ტრენინგის მონაწილეებმა განვიხილეთ სამი მოდული :
აქტივობა 1: დასაწყისი
აქტივობა 2: სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა
აქტივობა 3: პროექტის მოთხოვნების გაცნობა
ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკაზე, განვიხილეთ და ვისაუბრეთ რამდენად მნიშვნელოვანია ,შეფასების რუბრიკა .და რა უნდა გავითვალისწინოთ შეფასებისას.რჩევებიმნიშვნელოვანი იყორადგან ის შესაძლებლობას გვაძლევს გავიმარტივოთ და ეფექტურად შევასრულოთ დავალება.საინტერესოაღმოჩნდა აგრეთვე ,ელფოსტაზე ბლოგის გახსნა და ჩვენიპუბლიკაციის გამოქვეყნება. ტრენიგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ორ კრედიტს ავიღებთ თუმცა მე მქონდა სურვილი რომ სერთიფიკათიც ამეღო.:)
No comments:
Post a Comment