დრევანდელი დღეც საიტერესოდ დაიწყო,განვიხილეთ ფლეიერების დამზადება და მისი გამოყენების შესაძლებლობები .საინტერესო იყო ვორდის ფაილში მუშაობის პრინციპების გაცნობა და გახსენება .შესაძლებელია ვორდის ფაილში საინტერესო სქემები და დიაგრამები ავაწყო და საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას გამოვიყენო. უფრო მეტიც შესაძლოა ბავშვებს მივცე დავალება რომ თვითონ იმუშაონ სქემების და დიაგრამების აწყობაზე და შექმნაზე ამით უფრო საინტერესო იქნება გაკვეთილი რადგან ბავშვები მსგავს დავალებებს იშვიათად ან საერთოდ არ ასრულებენ. ამიტომ დიდი ინტერესით ჩაერთვებიან ამ პროცესში.აღსანიშნავია ტრენინგზე ეროვნული სასწავლო გეგმების ვებ გვერდზე გადასვლა.ის საინტერესო და ამავდროულად საჭიროა .მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი ამ ვებ გვერდის არსებობის შესახებ , ხშირად ვსტუმრობ კიდევაც თუმცა მგონია რომ მაინც მივიწყებული მქონდა ,ტრენინგზე სხვა კუთხით დავინახე ეს გვერდი, ის დამეხმარება საინტერესოდ წარვმართო გაკვეთილი.ვებ გვერდზე ბევრი საინტერესო რჩევაა ,რო,მელიც აუცილებლლად არის გასათვალისწინებელი. ტრენინგის ბოლოდ ვისაუბრეთ ბლუმის ტაქსონომიაზე ,მის სააზროვნო დონეებზე ,განვიხილეთ ,სააზროვნო დონეები და შემდეგი ტრენინგისთვის მივიღეთ დავალება რომლისთვისაც დრევანდელი დღიდან ვარ მზადყოფნაში. მინდა გამოვხათო ჩემი დამოკიდებულება ტრენინგისადმი , ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრისმომცემი იყო ., ტრენერი კი როგორც ყოველთვის შესანიშნავად გვატრენინგებს.:)
მოგესალმებით მანანა, გულახდილად მინდა გითხრათ, რომ შთაბეჭდილება მოახდინეთ პირველივე დღიდან, მივხვდი რომ აქტიურად იქნებოდით ჩართული მთელი ტრენინგის მანძილზე, როცა თქვენი რეფლექსია წავიკითხე,ძალიან გამეხარდა, რომ ხართ მოტივირებული მასწავლებელი, ეძებთ სიახლეებს, ძალიან სასიამოვნოა თქვენისთანა მასწავლებლებთან მუშაობა, გისურვებთ წარმატებებს!!!
ReplyDeleteუღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის მოტივაციას მიზრდის.
Delete:)
ReplyDelete