ჩემს შესახებ

Saturday, March 30, 2019

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგი აქტიურობის ფაზაში შედის და კულიმინაციას აღწევს!
რით დავიწყეთ დღეს? რა იყო საინტერესო? რა თქმა უნდა ბევრი რამ , ტრენინგის  მონაწილეებმა  წარმოვადგინეთ პროექტის მონახაზი, ვისაუბრეთ როგორ შეიძლება წარიმართოს ჩვენი პროექტი . გვქონდა  მნიშვნელოვანი აქტივობები გამორჩენილი  ,მონაწილეებმა ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი  ,მას შემდეგ რაც ტრენერმა კარგად დაგვაკვალიანა რა აქტივობა  შეიძლება გამოვიყენოთ პროექტის მსვლელობა რომ სწორად და საინტერესოდ დავგეგმოთ.
შემდეგ ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე,
განვიხილეთ რა შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ინტერნეტში განთავსებული მასალა. ვისწავლეთ ინტერნეტში სურათების და ვიდეოების მოძიება, მისი შენახვა და საქაღალდეში გადატანა. შევავსეთ შაბლონი სადაც მოვათავსეთ სურათების და ვიდეოების მისამართები და სახელწოდებები რომელსაც გამოვიყენებთ პროექტში. ერთი სიტყვით ყველაფერი რასაც ვსწავლობთ საინტერესოა ,ტრენერი თითქმის ყველა მონაწილეს გვეხმარება საჭიროების შემთხვევაში და ხშირად გვჭირდება დახმარება .( რით გვიძლებს არ ვიცი, რა ნებისყოფა აქვს;)ვაგრძელებთ მუშაობას , ვინაიდან და რადგანაც სულ გადარბენაზე ვარ რეფლექსიას პარალელურ რეჟიმში ვწერ :)).ტრენერმა  პრეზენტაციის გაკეთება დაგვავალა სახლში მოსწალეთა .რომელიღაც კონკრეტულ ჯგუფზე.ნიმუშად გვაჩვენა პრეზენტაციები.. განსაკუტრებით მომეწონა,, შესანიშნავია გეპარდად დაბადებაა... და მოგვცა რჩევები როგორ გავაკეთოთ პრეზენტაცია...

Sunday, March 24, 2019

მეოთხე დღის რეფლექსია

 ტრენერობა ყოველთვის მინდოდა და ვფიქრობდი ეს იოლი იყო ,თუმცა დღეს დავრწმუნდი რომ ძალიან რთული საქმეა  . გაქვს უდიდესი  პასუხიმგებლობა და მოვალეობა  ვინაიდან გიწევს ძალიან ბევრი სამუშაოს შესრულება , ტრენინგის ყველა მონაწილეს უნდა მისცე რჩევა , დაეხმარო კომპიუტერთან მუშაობის პროცესში ასწავლო უნარ-ჩვევები და ამავდროულად მიაწოდო სატრენინგო მასალა . ამას ხომ დიდი  ნებისყოფაც სჭირდება ,ჰოდა გამძლეობა ვუსურვოთ ჩვენს ტრენერს . დღევანდელი  დღეც საინტერესო იყო ანუ გუშინდელზე უკეთესი .დღე  პროექტის შეფასების მეთოდების განხილვით დავიწყეთ .
შევავსეთ შეფასების გეგმა , ჯგუფი კოლეგიალურია და ურთიერთ- შეთანხმების და აზრთა შეჯერების შემდეგ დავიწყეთ გეგმის შაბლონის შევსება.  ტრენერის  დახმარებით და მნიშვნელოვანი რჩევების საფუძველზე ტრენინგის მონაწილეებმა  განვიხილეთ და შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. მივიღეთ დავალება სახლში შესასრულებლად .ვფიქრობ მომავლისთვის ამ ცოდნას ხშირად გამოვიყენებ და პროექტ გაკვეთილებსაც საინტერესოდ დავგემავ.

Saturday, March 23, 2019

მესამე დღის რეფლექსია

დღე როგორც ყოველთვის ისევ საინტერესოდ  დაიწყო ,ჯგუფი ხალისით სავსეა და კარგ განწყობაზე მუდმივად , სწავლისთვის მუდმივად მზადყოფნის რეჟიმში არიან   ამართლებენ დევიზს:,, სწავლა სიკვდილამდეო ,,
ტრენინგი  კითხვა -პასუხის რეჟიმში დავიწყეთ წინა ტრენინგთან შედარებით უფრო გახსნილები და კოლეგიალურები ვართ ,ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ. გავაგრელეთ პროექტის გეგმის შაბლონის შედგენა,ტრენერმა მოგვცა შესაბამისი ინსტრუქცია და საინტერესოდ მოგვაწოდა ინფორმაცია რომელიც მარტივად და ადვილად გავიგეთ , ავღნიშნავ გადმოცემის კარგი  უნარი აქვს, კარგად გვატრენინგებს .  დავწერეთ მიზანი .განხილვის საფუძველზე აზრის ურთიერთგაზიარებით შევჯერდით .პასუხები შაბლონში გადავიტანეთ. მიზანი დავწერეთ , კითხვებიც შევაჯერეთ და შაბლონს დავუმატეთ . ერთი სიტვით  კარგი დღე იყო ბევრი რამ ვისწავლე და გავიხსენე .

Sunday, March 17, 2019

ისევ რეფლექსია") მეორე დღე

                           
დრევანდელი დღეც საიტერესოდ დაიწყო,განვიხილეთ ფლეიერების დამზადება  და მისი გამოყენების შესაძლებლობები .საინტერესო იყო ვორდის ფაილში მუშაობის პრინციპების გაცნობა და გახსენება .შესაძლებელია ვორდის ფაილში საინტერესო სქემები და დიაგრამები ავაწყო და საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას გამოვიყენო. უფრო მეტიც შესაძლოა ბავშვებს მივცე დავალება რომ თვითონ იმუშაონ სქემების და დიაგრამების აწყობაზე და შექმნაზე ამით უფრო საინტერესო იქნება გაკვეთილი რადგან ბავშვები მსგავს დავალებებს იშვიათად ან საერთოდ არ ასრულებენ. ამიტომ დიდი ინტერესით ჩაერთვებიან ამ პროცესში.აღსანიშნავია ტრენინგზე ეროვნული სასწავლო გეგმების ვებ გვერდზე გადასვლა.ის საინტერესო და ამავდროულად საჭიროა .მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი ამ ვებ გვერდის არსებობის შესახებ , ხშირად ვსტუმრობ კიდევაც თუმცა მგონია რომ მაინც მივიწყებული მქონდა ,ტრენინგზე სხვა კუთხით დავინახე ეს გვერდი, ის დამეხმარება საინტერესოდ წარვმართო გაკვეთილი.ვებ გვერდზე ბევრი საინტერესო რჩევაა ,რო,მელიც აუცილებლლად არის გასათვალისწინებელი. ტრენინგის ბოლოდ ვისაუბრეთ ბლუმის ტაქსონომიაზე ,მის სააზროვნო დონეებზე ,განვიხილეთ ,სააზროვნო დონეები და შემდეგი ტრენინგისთვის მივიღეთ დავალება  რომლისთვისაც დრევანდელი დღიდან ვარ მზადყოფნაში. მინდა გამოვხათო ჩემი დამოკიდებულება ტრენინგისადმი , ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრისმომცემი იყო  ., ტრენერი კი როგორც ყოველთვის შესანიშნავად გვატრენინგებს.:)

Saturday, March 16, 2019

პირველი დღის რეფლექსია

ჩემს  ცხოვრებაში  სწავლა-სწავლების პროცესს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ის როგორც საინტერესო ამავდროულად საჭიროა ჩემთვის რადგან , სურვილი მაქვს მუდმივად ვიზრუნო ჩემს განვითარებაზე და არ ჩამოვრჩე გამოწვევებს რომელსაც განათლების სისტემა  მთავაზობს.ამიტომ როგორც ყოველთვის ხშირად ვსტუმრობ:  , განათლების  საინფორმაციო ვებ-გვერდებს ,(და არა მარტო   მათ )ვკითხულობ პუბლიკაციებს დაინტერესებული ვარ გამოცდებით , ,ტრენინებით და შესაბამისად ვცდილობ, მოვიძიო  ახალი  ინფორმაცია,  შევიძინო ახალი  უნარ-ჩვევები რომლებიც საჭიროა და ამავდროულად წინსვლაშიც მეხმარება.პროფესია მაიძულებს და უფრო მეტიც ,საინტერესოს ხდის ჩემს ცხოვრებას რადგან ძიების პროცესი ,ახლის მიგნება ,მნიშვნელოვანია არა მარტო ჩემთვის არამედ ჩემი  მოსწავლეებისთვის.ამიტომ ვცდილობ არ ჩამოვრჩე დროს და გამოვიყენო  ყველა  რესურსი რომელზედაც ხელი მიმიწვდება. დღევანდელი  დღე ჩემთვის  საინტერესოდ დაიწყო ინტელის ტრენინგით. ,,პროექტებით სწავლება,,. მიუხედავად იმისა რომ  კომპიუტერულ უნარებს კარგად ვფლობ ,ტრენინგი ჩემთვის მაინც საინტერესო აღმოჩნდა ,რადგან ყველა ტრენინგზე შესაძლოა ახალი რამ ისწავლო ,ან თუნდაც კარგად ნასწავლი გაიხსენო.ტრენინგის დასაწყისი საინტერესოდ წარიმართა ტრენერმა შეძლო მარტივად და  აეხსნა ჩვენთვის ტრენინგის მიზანი . ტრენინგის მონაწილეებმა განვიხილეთ სამი  მოდული   :აქტივობა 1: დასაწყისი
აქტივობა 2: სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა
აქტივობა 3: პროექტის მოთხოვნების გაცნობა
 ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკაზე, განვიხილეთ  და ვისაუბრეთ რამდენად მნიშვნელოვანია ,შეფასების რუბრიკა .და რა უნდა გავითვალისწინოთ  შეფასებისას.რჩევებიმნიშვნელოვანი იყორადგან ის შესაძლებლობას გვაძლევს გავიმარტივოთ და ეფექტურად შევასრულოთ დავალება.საინტერესოაღმოჩნდა აგრეთვე ,ელფოსტაზე ბლოგის გახსნა და ჩვენიპუბლიკაციის გამოქვეყნება. ტრენიგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ორ კრედიტს ავიღებთ თუმცა მე მქონდა სურვილი რომ სერთიფიკათიც ამეღო.:)