ჩემს შესახებ

Wednesday, July 3, 2019

სსსიპ-ჭიათურის  მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს  საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის  მანანა პაპიძის პედაგოგიური  პრაქტიკის   კვლევ 




კოლაში ბულინგის არსებობა ,სწავლის მოტივაციის უნარის
დაქვეითების წინაპირობა(პრობლემა) და მისი გადაჭრის გზების ძიება











                                   


                                            2018-2019  სასწავლო წელი
გამოყენებული ლიტერატურა
11.ბიბლიოგრაფია

1.    ეროვნული სასწავლო გეგმა  2016- 24 სასწავლო წელი
2.    განვითარებისა და სწავლების თეორიები- ავტ. ნ.ჯანაშია, ნ.იმედაძე, ს.გორგოძე
გამომცემლობა- მასაწვლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2011წელი.
3.    სწავლება და შეფასება -- ავტ. რ. ტყემალაძე, ნ.დალაქიშვილი, ქ. თოფაძე
გამომცემლობა- მასაწვლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2011წელი.
4.    სასწავლო და პროფესიული გარემო --ავტ. ნ.ნიჟარაძე, ტ.ბოლი, ნ. გოგიჩაძე
გამომცემლობა- მასაწვლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი, 2011წელი.
 5.ატრენინგო მასალა  ბულინგი
 tpdc. elრესურსები
.განვითარებისა და სწავლების თეორიები
.სწავლება და შეფასება
. სასწავლო და პროფესიული გარემო

















სარჩევი
თავფურცელი
შესავალი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -  - ---2
ლიტერატურის მიმოხილვა - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - ---2-3
პრობლემა და საკვლევი საკითხი - - - ----------------------------------- - - - - - - - - - --3-4
 პრობლემის შერჩევა   -------------------------------------------------------------------------5
საკვლევი საკითხის მიმოხილვა და აქტუალობის დასაბუთება ------------------------6-7
კვლევის სამიზნე ჯგუფი  - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - ------------------------8 მეთოდოლოგია - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -----------------------------9-10
 კვლევის გეგმა ------------------------- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -11
მეორადი მონაცემების ანალიზი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -----12
კვლევის მიგნებები ----------------------------------------------------------------------------15
განხორციელებული ცვლილებები (ინტერვენციები)---------------------------------------16-19
3.7ინტერვენციების შეფასება   - -  - - - - - - - -  - - - - - - - - - - - - - - - - - - -  - - - - - - - 18

5.1კვლევის  მიგნებები - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -25
5.2 რეკომენდაციები - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 25
5.3 კვლევის ნაკლოვანებები - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - 26



                                                                                                                                            

 შესავალი
საქართველოს კონსტიტუცია ყველას უზრუნველყოფს ,განათლების მიღების უფლებით ,და ანიჭებს მათ შესაძლებლობას ,არჩიონ სახელმწიფო ან კერძო განათლება.
განათლების მიღებაში არავის არ უნდა შეეშალოს ხელი,ეროვნების ,რასის,სქესის,ეთნიკური წარმომავლობის,ქონებრივი მდგომარეობის,რელიგიური კუთვნილების ან სხვა სტატუსის მიუხედავად .
ყველა ბავშვის განათლების უფლების უზრუნველყოფასთან ერთად ,სახელმწიფო ვალდებულია ,იზრუნოს სკოლაში მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. ამდენად ,განათლების და მეცნიერების სამინისტროს ,სკოლის ადმინისტრაციის და მასწავლებლის მოვალეობაა,შექმნან ისეთი უსაფრთხო გარემო ,რომელშიდაც მოსწავლეები ეფექტიანად სწავლას შეძლებენც კი როდესაც მოსწავლეები ,დისციპლინური დარღვევებისთვის ისჯებიან ,მასწავლებლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ადამიანური ღირსების შენარჩუნებაზე .მაგალითად მოსწავლე რომელიც სკოლაში გამუდმებით ჩხუბობსსკოლის ადმინისტრაციამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააშინოს ,არ უნდა მიაყენოს მას სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა .აევე დაუშვებელია სადამსჯელო ღონისძიებების გატარება სხვა მოსწავლეებთან თანდასწრებით.მოსწავლე -მასწავლებელს შორის ურთიერთპატივისცემაზე და სიმპათიაზე დაფუძვნებულიურთიერთდამოკიდებულება უნდა ჩამოყალიბდეს !თუ მასწავლებელი სარკაზმს იყენებს ურთიერთობებში და უხეშობს ის ვერ შეძლებს მოტივაციის ამაღლებაზე მზრუნველ გარემოს !მოსწავლეებთან დადებითი და ეფექტურიკომუნიკაცია მოტივაციის ამაღლების ერთ -ერტი წინაპირობაა,დიდი მნიშვნელობა ენიჭება ა.ე. სასწავლო გარემოს და მოსწავლეებთან ურთიერთობის წარმატებულ და ეფექტიან მუშაობას .წინამდებარე ნაშრომი არის  სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე პრაქტიკული კვლევის ანგარიში ,ნაშრომში განხილულია ბულინგის   არსებობით გამოწვეული პრობლემები და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები.







ლიტერატურის მიმოხილვა
დისკრიმინაციაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით არატოლერანტული ქცევების ერთობლიობას ,რომელსაც ბულინგს უწოდებენ.რომელშიდაც მოიაზრება ძალადობის სხვადასხვა სახეები,ფიზიკური,ფსიქოლოგიური ანუ პირდაპირი და არაპირდაპირი ძალადობა.რომელიც ხორციელდება სკოლაში ბავშვის მიმართ ,თანაკლასელთა ან სხვა ჯგუფის მიერ.ბულინგის სამი ტიპი არსებობს ემოციური სიტყვიერი და ფიზიკური. ბულინგის დამახასიათებელი ქცევები იკვეთება საზოგადოებიდან გარიყვაში,სიტყვიერ შეურაცხყოფაში მსხვერპლის უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდებაში და ასე შემდეგ. დაბულინგების მოტივაცია შესაძლოა იყოს განსხვავებულობა,სიმაღლე,სიგამხდრე,სიმსუქნე , დაბალი ან მაღალი აკადემიური მოსწრება, წარმომავლობა ,სოციალური სტატუსი ,რელიგიური  ან ეთნიკური  კუთვნილება, სამეგობრო წრე, მისწრაფება , ჰობი ,და ..
სამეცნიერო ლიტერატურაში სასტიკი მოპყრობის აღსანიშნავად იყენებენ ,ტერმინს ბულინგს და მობინგს.
ბულინგი bully მოძალადე.მობინგი -ბრბო  mob თავდასხმა.ადრე ეს იყო მხოლოდ ყოფითი ცნება ,მაგრამ ბოლო ოცი წლის განმავლობაში ,გახდა სოციალური, ფსიქოლოგიური ,და პედაგოგიური ტერმინი.რომლის უკან დგას სოციალური,ფსიქოლოგიური და პედაგოგიური პრობლემები.პირველად ამ პრობლემით დაინტერესდნენ,სკანდინავიელი მეცნიერები.1973 წელს ჰეიმანი
1984 წელს ოლვეუსი
1975 წელს პიკასი
1983 წელს როლანდი <თუმცა პედაგოგები და განათლების სისტემის ორგანოები ,ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ ბავშვთა სიsასტიკის გამოვლენის შემთხვევებს.სკოლის ადმინიტრაციის ყურადღებას უფრო მეტად იპყრობდა ბავშვის აგრესიული ქცევა და გაკვეთილების გაცდენა.მდგომარეობა შეიცვალა ტატუმის,ლეინის, ოლანდის და მუნტეს მიერ გამოცემულ შრომების შემდეგ.დღეს ეჭვი არავის ეპარება რომ არსებობს ისეთი პრობლემა,როგორიცაა  ბულინგი(მობინგი.)
პირველი სირთულე რასაც სკოლაში ბავშვთა სისასტიკის გამოვლენისას ვხვდებით მდგომარეობს იმაში ,რომ არ არსებობს ბავშვთა სისასტიკის ცნების ზუსტი განმარტება.
დრეს მიღებულია როლანდის 1988წლის განმარტება .ბულინგი ეს არის ხანგძლივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური
ძალადობა ერთი ინდივიდის ან ჯგუფის მხრიდან მეორე ინდივიდზე ,რომელსაც შეუძლია თავის დაცვა ნებისმიერ სიტუაციაში.მსგავს სიტუაციაში არანაკლებ მნიშვნელოვანია ,განვითარების და სწავლების თეორიების გათვალისწინება ,რომელშიც ასახულია ბავშვთა განვითარების ეტაპები ასაკობრივი ზრდის მიხედვით.. ყველაზე მნიშვნელოვანია სოციალური ცნობიერების ჩამოყალიბება.გონების თეორიის და სამყაროს სხვა ადამიანის თვალით დანახვის უნარის გაუმჯობესებით გვ,43 ხშირად მოსწავლეები არასწორად ახდენენ სოციალური სიგნალების ინტერპრეტაციას რაც იწვევს აგრესიული ქცევის სხვადასხვა ფორების გამოვლინებას. ბევრი აგრესიული მოსწავლე თვლის რომ ძალადობა და აგრესის სხვა    ფორმები კონფლიქტების მოგვარების და სამაგიეროს გადახდის მისაღები გზებია.სამაგიეროდ მოსწავლეებს რომლებიც აგრესიის მსხვერპლნი არიან ხშირად პრობლემები ექმნებათ მომავალში.თუ მოზრდილებმა აქტიური ზომები არ მიიღეს ,აგრესიული მოსწავლეები ხშირად მოზრდილ ასაკშიც აგრძელებენ აგრესისი და ძალადობის გამოვლინებას.მოსწავლეები კი რომლებიც არიან აგრესისი მსხვერპლნი შესაძლოა მშფოთვარენი და დეპრესიულები გახდნენ და თვითმკვლელობაზეც კი დაიწყონ ფიქრი.მათი აკადემიური მოსწრებაც ხშირად უარესდება .დროთა განმავლობაში ეს ბავშვები ნაკლებად თვითდაჯერებულნი ხდებიან და მომავლის რწმენას კარგავენ.მასწავლებელმა აუცილებლად უნდა მიიღოს აქტიური ზომები როცა ხედავენ ჩაგვრას და უნდა ეცადოს რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.აქტიური ზომის მიღება აუცილებელია აგრეთვე აგრესიული მოსწავლის მიმართაც და უნდა გამოიყენოს აღნიშნული ქცევის აღმოფხვრის  კონკრეტული სტრატეგიები.გვ.47 განვითარებისა და სწავლების თეორიები.
            აღსანიშნავია . ქცევის წესების და პროცედურების დაცვა.თუმცა ხშირ შემთხვევაში კონფლიქტების მოგვარება მაინც გადაუჭრელ პრობლემად რჩება მოსწავლეებს შორის.კონფლიქტი ჩნდება მაშინ როცა ორ ან მეტ პიროვნების, ჯგუფის თუ გარკვეული მხარეების მიზნები  ღირებულებები და ქმედებები ერთმანეთს ვერ ეთავსებიან.მსგავს შემთხვევაში იჩაგრება  შედარებით სუსტი  ინდივიდები .მასწავლებელმა კი უნდა ეცადოს რომ სხვავდასხვა მიდგომით აღმოფხვრას პრობლემა .( და  ეს პრობლემა არ აისახოს  ბავშვის სწავლის მოტივაციაზე
)ეს იქნება კონსტრუქციული ,დირექტიული თუ სხვა მეთოდი კონფლიქტის მოგვარების.

პრობლემა და საკვლევი საკითხი
პრობლემის შერჩევა

პრაქტიკული კვლევა ჩატარდა  უსახელოს საჯარო  სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგის ,მანანა პაპიძის მიერ სკოლას ყავს 69 მოსწავლე . ჩემს მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევა  გამომდინარეობს სკოლის საჭიროებიდან .დირექტორთან და საგნობრივი ჯგუფების კათედრის წარმომადგენლებთან ,პედაგოგებთან გასაუბრების შემდეგ დადგინდა რომ სკოლაში არსებობს პრობლემა რაც რეალურად მდგომარეობს შემდეგში ,სკოლაში  , კონკრეტულად მესამე,  მეოთხე , მეექვსე , მეცხრე  კლასში ბავშვების ნაწილი საერთოდ არ ერთვებოდა სასწავლო პროცესში ,მათი დამოკიდებულება სწავლისადმი იყო უარყოფითი ,გაკვეთილის მსვლელობისას მონაწილეობას არ იღებდნენ სასწავლო აქტივობებში,არ ეკონტაქტებოდნენ მასწავლებლებს და ძნელი იყო მათთან კომუნიკაციის დამყარება. საგნობრივ კათედრაზე კონკრეტულად იმ პედაგოგებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ რომლებიც ასწავლიდნენ აღნიშნულ კლასებში . დადგინდა რომ . სკოლა ამ პრობლემის გამომწვევ  მიზეზად მიიჩნევდა  ბულინგს.თუმცა გამოითქვა ვარაუდები რომ პრობლემის გამომწვევი ფაქტორი შესაძლოა იყოს,
მაგალითად:
·         ფიზიკური გარემოს ცვლილება( იგულისხმება კლასი)
·         მასწავლებელთა შეცვლა
·         ზედმეტი სიმკაცრე მასწავლებელთა,მშობელთა ან მოსწავლეთა მხრიდან.
·         თავდაჯერებულობის ნაკლებობა
·         სიახლეებისადმი შიში .
·         სხვა მოსწავლეების აქტიურობა
·         ნიშნის დაკლება


·         უყურადღებობა ან გადაჭარბებული ყურადღება მშობელთა მხრიდან .

·         შეფასების სისტემის ინდივიდუალობა და არასტანდარტულობა .
·         კომუნიკაციის ნაკლებობა
·         როგორც ვიცით მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ძირითადი საშუალებებია: პიროვნული ურთიერთობები .სასწავლო ატმოსფერო და სასწავლო გეგმისა თუ კონკრეტული პედაგოგის მიერ წამოყენებული სასწავლო მოთხოვნები.სქემატურად ეს ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ
·                     1პიროვნული ურთიერთობები
·                     2სასწავლო ატმოსფერო
·                     3მასწავლებლის მოთხოვნები
 მასწავლებელი მოვალეა კარგი პიროვნული ურთიერთობები დაამყაროს თავის მოსწავლესთან.კვლევები გვიჩვენებს რომ მოსწავლეებს რომლებსაც მოსწონთ მასწავლებელი ,კეთილსინდისიერად ეკიდებიან სასწავლო პროგრამას .ნაკლებად ქმნიან დისციპლინურ პრობლემებს და ასრულებენ მასწავლებლის მოთხოვნებს ,ასეთ შემთხვევაში მოტივაციის ხარისხი მატულობს. თუ მასწავლებელი არ გამოხატავს მოსწავლის მიმართ პატივისცემას  ყველაფერი ხდება საპირისპიროდ.
ა.ე მნიშვნელოვანია შეიქმნას სასურველი ატმოსფერო რაც მოტივაციას ამაღლებს  და მოსწავლეს უნდა ქონდეს პიროვნული ღირსების განცდა.თუ შეცდომების დაშვება .რისკთან(დაცინვა ,გაბრაზება ,დასჯა) არის დაკავშირებული წარმატებები მიღწეული არ იქნება.
რაშეიძლება იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები?პრობლემის ზუსტად განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია ჩამოვაყალიბოთ კვლევის მთავარი კითხვა : არის თუ არა   სკოლაში  ბულინგი ,პრობლემურ კლასებში .მესამე ,მეოთხე ,მეცხრე,  სწავლის მოტივაციის დაქვეითების მიზეზი ?
საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად ,ინტერვიუ ჩავწერე  იმ პედაგოგებს რომლებიც შედიან აღნიშნულ კლასებში.
მასწავლებლებთან ჩატარებული კვლევის საფუძველზე შევთანხმდით რს შეიძლებოდა გაეუმჯობესებინა და რა შეიძლებოდა ყოფილიყო აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები.


საკვლევი საკითხის მიმოხილვა და აქტუალურობის დასაბუთება
ზოგადი განალების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, კოლამ   უნდა ჩამოუყალიბოს მოზარდს ,უწყვე განვითარების ,მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი .რათა მოსწავლემ შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრა.
ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს აქვს მისი მიღწევის ძირითადი საშუალებები რომელიც განისაზღვრება შემდეგნაირად.
სახელმწიფო არ დაუშვებს მოსწავლის დისკრიმინაციას : სოციალური, რასობრივი ,ეთნიკური ,რელიგიური,ან პოლიტიკური კუთვნილების,ფიზიკური შესაძლებლობებისა თუ სხვა ნიშნით.
აღნიშნული დოკუმენტი სკოლას აძლევს ვალდებულებას,შექმნას სასურველი სასწავლო გარემო ,სადაც მოსწავლე იქნება უსაფრთხო და დაცული.მიუხედავად მრავალი მცდელობისა ხშირია  შემთხვევები როდესაც მოსწავლეს აქვს სწავლის მაღალი მოტივაცია და წლების შემდეგ  ის კარგავს ,სწავლის გაგრძელების სურვილს ,ან საფუძველშივე უმოტივაციოა.პედაგოგს კი საერთოდ არ აქვს შესაძლებლობა ,მოსწავლეს აღუძრას სწავლის სურვილი ,შინაგანი ან გარეგანი მოტივაციის შესაძლებლობების გაძლიერების  გამოყენებით.სკოლაში პოზიტიურ სასწავლო და საამღზრდელო გარემოს შექმნას დიდი მნიშვნელობა აქვს , სწავლა-სწავლების პროცესის სწორად წარმართვისათვის... მნიშვნელოვანია სკოლასა და საკლასო ოთახში მოხდეს ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარებისა და დამკვიდრებისათვის ხელისშემწყობი აქტივობების განხორციელება.ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით,ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს სხვადასხვა გამჭოლ კომპეტენციებს ., რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში ,თვითრეალიზებისა და სათანადო უნარის დამკვიდრებისათვის.
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციებიდან ,მოსწავლეთა განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სოციალური და სამოქალაო კომპეტენცია ,რომელიც გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ,ინტეგრირებისთვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას ,როგორიცაა კონსტრუქციული თანამშრომლობა ,პრობლემის მოგვარება,კრიტიკული შემოქმედებითი აზროვნება,გადაწყვეტილების მიღება ,შემწყნარებლობა,სხვისი უფლებების პატივისცემა .დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა .ხშირ შემთხვევაში ბავშვებ რომლებიც თავდაპირველად კარგად სწავლობენ ,შემდეგ კი ეკარგებათ სწავლის სურვილი ,იწვევენ ეჭვს რომ მათ სწავლის გაგრძელებაში რაღაც ლის ხელს .და ეს შეიძლება იყოს ბულინგის სხვადასხვა  სახეობა რომელიც გავრცელებულია სკოლებში.
კვლევის სამიზნე ჯგუფი

 ჩემი კვლევის სამიზნე ,
ძირითადად იყო   სკოლის სამივე საფეხურის  მოსწავლეები.მასწავლებლები და მშობლები კვლევაში აქტიურად იყო ჩარტული  ადმინისტრაციაც ,( გამოიკვეთა კონკრეტული კლასებიც .(იხილეთ ზემოთ გვ6 ) აღნიშნული კლასები შევარჩიე იმის გამო რომ ,ვასწავლი მათ და მათზე შემეძლო  ხანგრძლივი დაკვირვების  წარმოება სასწავლო პროცესში. უშუალოდ გაკვეთილზე)კვლევა :სკოლაში ბულინგის არსებობა,სწავლის მოტივაციის უნარის  დაქვეითების წინაპირობა(პრობლემა)და მისი აღმოფხვრის გზების ძიება ,სარგებელს მისცემს
მოსწავლეებს:განუვითარდეს ეფექტური კომუნიკაციის უნარი,ბულინგის პრევენციისათვის და აუმაღლდეს სწავლის მოტივაცია .ხელი შეუწყოს პოზიტიური სასწავლო გარემოს კულტურის დამკვიდრებას,ისწავლოს კონფლიქტის მოგვარების გზების ძიება და მისი გამოყენება. დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება .
მასწავლებელს: შეძლებს დააკვირდეს საკუთარ პრაქტიკას :რამდენად შეუძლია არსებული პრობლემის გადაჭრა, რა გზებს და საშუალებებს გამოიყენებს ამისთვის გაუზიაროს კოლეგებს გამოცდილება,გაეცნობა ბულინგის პრევენციებს რომელიც შესაძლებლობას მისცემს აღმოფხვრას პრობლემა , და სასურველი სასწავლო გარემოს შექმნას შეუწყოს ხელი,დაამკვიდრებს სკოლაში ტოლერანტულ და შემწყნარებლურ გარემოს კულტურას.დაეხმარება მოსწავლეს მოტივაციის ამაღლებაში მას შემდეგ რაც მოსწავლე თავს იგრძნობს დაცულად.
მშობლისთვის: უსაფრთხო იქნება სკოლა .დააკვირდება საკუთარი შვილის განვითარების პროცესს ,განავითარებს კომუნიკაციის უნარებს საკუთარ შვილთან,აქტიურად ითანამშრომლებს, სკოლასთან, პედაგოგებთან ,სკოლის ადმინისტრაციასთან .აქტიურად ჩაერთვება,(ითანამშრომლებს) პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების პროცესში.
აქტიურად ჩაერთვება საკუთარი შვილის სასწავლო პროცესში.ჩემი კვლევის მიზანი იყო დამედგინა არის თუ არა ძალადობის გავრცელებული სხვადასხვა ფორმები,სწავლის მოტივაციის დაქვეითების ან სრულად გაქრობის მიზეზი .გამეანალიზებინა   რა შედეგამდე მივყავართ ბულინგს(მობინგს)და დამესახა მათი გამოსწორების გზები .
1)მნიშვნელოვანი იყო  კვლევის ფარგლებში გამეკეთებინა ანალიზი  ,როგორ გამეზარდა  მოსწავლეებში სწავლის მოტივაცია და როგორ შემეშალა  ხელი სკოლაში ბულინგის არსებობას. დავადგინე  არსებობდა თუ არა სკოლაში ბულინგის რაიმე ფორმა! /.
2 სწავლის პროცესში დაგეგმილი მქონდა   პრობლემის გადაჭრის გზები და მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები.
3 აქტიურად ვრთავდი  მოსწავლეები .სკოლაში აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში.
5 ვამყარებდი  ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია რომელიც შესაძლებლობას მომცემდა აღმოვფხ პრობლემა.
6 დავუბრუნო მოსწავლე სასურველ მდგომარეობას და გავუზარდო სწავლის მოტივაცია .
შევქმნა სასურვე
ლი სასწავლო გარემო და გავხადო მოსწავლე თავისი სწავლისთვის საჭირო რესურსების მომპოვებელი.
7დავსახო ინტერვენციები და შევაფასო მიღებული შედეგი.
           
  კვლევის ამოცანა.

პასუხი გაეცეს მთავარ კითხვას ,უწყობს თუ არა ხელს სკოლის მოსწავლეებში ,ბულინგის არსებობა მოტივაციის დაქვეითებას ?
კვლევის მთავარ კითხვაში ,აღნიშნული პრობლემების  მიზეზების დადგენაში დაგვეხმარება , შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა?
1რამდენად ხშირად იყენებენ მასწავლებლები სასურველი სასწავლო გარემოს შექმნის სტრატეგიებს?
2რომელ სტრატეგიებს იყენებენ?
3თუ არ იყენებენ რა არის ამის მიზეზი?
4 ახორციელებენ თუ არა დაკვირვებას მოსწავლის მდგომარეობაზე ?მის  სოციალურ ფონზე? თუ გამოიკვეთა პრობლემა რეაგირებენ თუ არა პრობლემებზე?
5ეხმარებიან თუ არა მოსწავლეს მოტივაციის ამაღლებაში?
6 იკვლევენ თუ არა რამ გამოიწვია სწავლის უნარის დაქვეითება?
7ხსირად ესაუბრებიან თუ არა შემწყნარებლობაზე ?
8ეხმარებიან თუ არა სწავლის პროცესში?
9ამყარებენ თუ არა ეფექტურ კომუნიკაციას მოსწავლეებთან და მშობლებთან
ცდილობენ თუ არა პრევენციული ღონისძიებების გატარებას ბულინგისთვის?
10 უზიარებენ თუ არა პედაგოგები ერთმანეთს გამცდილებას?

მეთოდოლოგია :

ამ თავში განხილულია საკვლევი საკითხი და ქვეკითხვები .მოცემულია კვლევის დიზაინი ,და კვლევის გეგმა .წარმოდგენილია ინფორმაცის  კვლევის ჯგუფის მიერ მუშაობის ეტაპებზე .განხილულია მონაცემთა შეგროვების მეთოდები.
საკვლევი საკითხი შემდეგნაირად ჩამოვაყალიბე ?არის ტუ არა ბულინგი სკოლაში მოტივაციის დაქვეითების ერთ -ერთი მიზეზი?
კვლევის მთავარ კითხვაში მოცემულ პრობლემის მიზეზის დადგენაში დამეხმარა შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხი :
·          რამდენად ხშირად ცდილობდნენ მასწავლებლები  სასურველი გარემოს შექმნას კლასში?
·         თუ ქონდაც მოტივაცია ბავშვებს ?
·          
·         თუ არ ჰქონდათ რა იყო ამის მიზეზი?
·         იყენებდა თუ არამასწავლებელი წახალისების სხვადასხვა მეთოდს!
·         იყო თუ არა განსხვავება( ერთნაირად აფასებდა ) ბავშვების შეფასებებს შორის
·         რამდენად ეფექტურია  მასწავლებლის მიერ შემუშავებული მოტივაციის ამაღლების მეთოდები?
·         რატომ არის კლასში ნაკლები კომუნიკაცია მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ?
·       აწვდიან  თუ არა მასწავლებლები მშობლებს ბავშვის აკადემიური მოსწრების ,  ყოფა - ქცევის შესახებ ინფორმაციას და ეფუქტური იყო თუ არა?
·       გასაგებია თუ არა მათთვის მასწავლებლის მითითებები?
·       უზიარებენ თუ არა პედსგოგები საკუთარ გამოცდილებას მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში წარმოქმნილი სირტულეებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ?
·       ვფიქრობ აღნიშნული პრობლემის კვლევის შედეგად შემცირდა კლასში არასასურველი ქცევა მოსწავლეების .აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად შევიმუშავე კვლევის გეგმა
კვლევის გეგმა
კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით  მონაცემთა შეგროვების მეთოდად  გამოვიყენე ვცაღრმავებული ინტერვიუები ,მეორადი მონაცემების ანალიზი ,ფოკუსჯგუფი ,ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე და კითხვარები.
ფოკუსჯგუფი ჩატარდა  მესამე და მეოთხე კლასისი მოსწავლეების მშობლებთან , მისი მიზანი იყო საკვლევ თემასთან დაკავშირებით ,მშობლების დამოკიდებულების შესწავლა რაც დამეხმარა სწორად შემერჩია კითხვარი და მომემზადებინა კვლევა .

კითხვარები მომზადდა როგორც მესამე მეოთხე და მეცხრე კლასის მშობლებისათვის .იხილეთ დანართი :1
შემუშავდა კითხვარი თითეული კლასის მშობლებისათვის
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ,59 მშობელმა  კლასის ერთმა მშობელმა . მოსწავლეებს მშობლებთან  კითხვარები გავატანე სახლში,რადგან ეს ფორმა ყველაზე ეფუქტურად მივიჩნიე შემეძლო ელ ფოსტით გადამეგზავნა ,მაგრამ მშობელთა კატეგორიას არ აქვს წვდომა ინტერნეტთან ან არ ფლობს შესაბამის უნარებს .მშობლის კითხვარი შეავსო ყველა მშობელმა .მიმაჩნია რომ მათ მიერ შევსილი კითხვარი ზოგად წარმოდგენას ქმნის  მშობლების დამოკიდებულებების და მოსაზრებების გასაგებად ბულინგის არსებობაზე სკოლაში  და მის მიერ გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით.
ინტერვიუმ სკოლის მოსწავლეებთან საშუალება მომცა განმესაზღვრა მოსწავლეთა დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.გამერკვია რამდენად არის გავრცელებული ბულინგი სკოლაში ,რას მიიჩნევენ ბულინგად და არის თუ არა ის მოტივაციის დაქვეითების მიზეზი.ბავშვების შერჩევა მოხდა მათი აკდემიური მოსწრების და სასურველი  ქცევის  პასიურობის გამო.
მეორადი მონაცემების ანალიზი .


მასწავლებლების დამოკიდებულების გასაცნობად შევაგროვე მასწავლებლების მიერ დაწერილი დახასიათებები , და რაოდენობრივად გადავამოწმე ,(შეფასების სხვადასხვა  სახეები )  მაგ განმავითარებელი კომენტარი  და ასე შემდეგ. მაგ.ყოჩაღ ,სტიკერი ვარსკვლავი ,და,აშ. მაღალ კლასებში კი განმსაზღვრელი შეფასების ნიშნები , შევადარე ერთმანეთს.რომ დამედგინა რამდენად სამართლიანდ იქცეოდნენ პედაგოგები ,ხომ არ ქონდა რომელიმე მოსწავლეს ზედმეტი ან ნაკლები ყურადღება დათმობილი.
 მონაცემთა ანალიზი : ფოკუსჯგუფის შედეგების ანალიზისას გამოვლინდა რომ მშობლების უმრავლესობა თვლიდა რომ სკოლაში არსებობდა ბულინგის სხვადასხვა სახეობა .რომელიც მათი აზრით გავლენას ახდენდა მოწავლის მოტივაციაზე . მშობლები ფიქრობდნენ  რომ მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში და პრობლემების მოგვარებისას ნაკლებმნიშვნელოვანია .და ხაზს უსვავდნენ მასწავლებლის როლს .
კითხვარის შედეგი:
1როგორ ფიქრობთ რამდენად სამართლაინად იქცევა პედაგოგი შეფასებისას ?
70% თვლიდა რომ
იშვიათად
30% ხშირად
იცით თუ არა რა არის ბულინგი?
100% უპასუხა კი
3როგორ ფიქრობთ არის თუ არა ჩვენს სკოლაში ბულინგი ?
40 % თვლის რომ კი
60 % არა
4ვინ არის მოძალადე ?
მასწავლებელი?25%
მოსწავლე ?65%
მშობელი ?10%
5 უკარგავს თუ არა სწავლის  მოტივაციას ბავშვს,  სკოლაში ბულინგის გავრცელებული ფორმები ?
6 15 %თვლის რომ არა
85%თვლის რომ კი
7
მნიშვნელოვანია მშობლის ჩართვა და თანამშრომლობითი ურთიერთობის დამკვიდრება სკოლასთან ?
35 % კი
‘65% არა
8  თვლით რომ  თქვენი ბავშვი არის ბულინგის მსხვერპლი?
60% კი
40% არა
9 გაატარეთ პრევენციული ღონისძიება ?
3% კი
97% არა 
მნიშვნელოვანია თუ არა დადებითი კომენტარი  მოსწავლისათვის მოტივაციის ასამაღლებლად ?
12%არა
88% კი
რამდენად ხშირად ღებულობენ თქვენი შვილები  ეფექტურ განმავითარებელ კომენტარს?
1ხშირად 5%
2იშვიათად 30%
3არვიცი 65%
 კითხვარის საერთო ანალიზი
სას შეიქმნა წარმოდგენა რომ მშობლების უმეტეს ნაწილს ცუდი განწყობა აქვთ სკოლის მიმართ ,ნაწილი საერთოდ არ არის ჩართული  საკუთარი შვილის სწავლის პროცესში ,ნაწილი კი მცირედ ერკვევა ან საერთოდ ვერ ერკვევა საკუთარ როლში .უმეტეს შემთხვევაში კი მოტივაციის დაქვეითების მიზეზს მასწავლებელში ხედავენ.
მოსწავლეების ინტერვიუს შედეგების ანალიზისას გამოიკვეთა რომ ,ისინი მოტივაციის დაქვეითების საშუალებად მიიჩნევენ ბულინგს და ასახელებენ ბულინგის გავრცელებულ სხვადასხვა ფორმებს სკოლაში ,ხშირ შემთხვევაში ეს არის ურთიერთდაცინვა მოსწავლეებში  და ცუდი კომენტარი რომელიც აღიზიანებს ,მათ ,ხშირ შემტხვევაში კი უკარგავთ სწავლის სურვილს.  მასწავლებლის მიერ დამცირება , ცუდი ნიშნის დაწერა ან მიშნის დაკლება .მატთვის მოტივაციის წინაპირობაა სასურველი სასწავლო გარემოს შექმნა კლასში .პედაგოგების მიერ დადებითი დამოკიდებულება და პატივისცემის გამოხატვა როგორც მასწავლებლის ა,ე,მოსწვლის მხრიდან.
კითხვარის შევსება პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე მივიღეთ  ინფორმაცია იმის შესახებ რომ მოსწავლის მოტივაციის დაკარგვის ერთ -ერთი წინაპირობა არის ბულინგის სხვადასხვა სახეები .რომელიც მუდმივ სტრესში ამყოფებს .
მასწავლებლების მიერ დაწეერილ დახასიათებეში აღმოჩნდა რომ ხშირ შემთხვევაში მასწავლებელი დახასიათებას იწყებს მოსწავლის უარყოფითი მახასიატებლით ,რაც მოსწავლეზე გავლენას ახდენს. ა.ე. შეფასებისას არასწორი დამოკიდებულება ნიშნის დაკლება  ,გარეგანი მოტივაციის ნაკლებობა .
გაკვეთილებზე დაკვირვებისას გამოიკვეთა რომ მასწავლებლები ეფექტურად არ იყენებენ განმავითარებელკომენტარს ,არ იცავენ სამართლაინობის პრინციპს ,ხსირად წინა პლამზე აყენებე  კარგ მოსწავლეს ,რაც იწვევს სუსტის დაჩაგვრას .მოსწავლეები რომლებიც ნაკლებად ან საერთოდ არ არიან მოტივირებულნი იმყოფებიან ჩრდილში ,არ ,ან ვერ ხდება მათი სასწავლო აქტივობებში ჩართვა ,ხსირად ისინი არიან პასიურები ,რის გამოც არ იღებენ მონაწილებას სწავლის პროცესში ,ახასიათებთ გაბუტვა. რაც მასწავლებლის უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს,მასწავლებელი არ იყენებს ხსირად კონკრეტულ განმავითარებელ კომენტარს , არ აფასებს სათანადოდო მოსწავლეს ,არ იყენებს წახალისების ფორმებს ,არ აძლევს შენიშვნას მოძალადე ბავშვს რომელიც ჩაგრავს პასიურ მოსწავლეს .გაკვეთილზე დაკვირვებამ აჩვენა რომ კარგი მოსწავლეები ხშირად მოძალადის როლში გამოდიან და ჩაგრავენ პასიურ მოსწავლეებს ამიტომ მათი აქტიურობის ხარისხი თანდათან კლებულობს და ნულს უტოლდება .ბულინგის
ს სახე კი ასეთია ,ძირითადად კომენტარი .ვერ დაწერს მე დავწერ, არ იცის კითხვა მე წავიკითხავ მასწავლებელო, არ შეუძლია ,არ გისმენს ,არასწორად ამბობს და ასე შემდეგ, დავალება არ ,აქვს გაკვეთილი არ იცის ,მსგავსი შემთხვევები ხშირია დაწყებით საფეხურზე რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ფაქტზე რომ საჭიროა პრევინციული ღონისძიებების გატარება ,მასწავლებელი ამ დროს არ ახდენს რეაგირებას მსგავს ფაქტზე რაც საბოლოოდ იწვევს მოტივაციის გაქრობას და  თავის დანებებას სწავლის პროცესზე .ამას ემატება ის ფაქტიც რომ ზოგ შემთხვევაში მასწავლებელი  არ აქცევს სატანადო ყურადღებას ნაკლები მოტივაციის მქონე ბავშვებს (რომლებიც არ სწავლობენ) და მათი მდგომარეობა თანდატან უარესდება .
კვლევის მიგნებები
მონაცემთა ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე მიგნება :
Ø  გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა პედაგოგებს შორის
Ø  განმავითარებელი კომენტარების ხშირად მიცემა
Ø  კლასში წესრიგის კონტროლი,  რეაგირების
Ø  მოხდენა არასწორ საქციელზე ,
Ø  სამართლაინობის პრრნციპის  დაცვა
  ნიშნის დაწერის დროს შეფასებისას
Ø  შეფასებისას ტერმინოლოგიის შერჩევა

Ø  თანაბარ პირობრბში ჩაყენება
Ø  ეფექტური გზების და ხერხების მოძიება კონფლიქტის გადაჭრისას .
Ø  სასწვლო პროცესის სწორად დაგეგმვა ‘მეტოდური ლიტერეტურის გაცნობა .

როგორც ინტერვიუებიდან გაირკვა ,პედაგოგები წინა პლანზე აყენებენ კარგ მოსწავლეებს შესაბამისად მათ პატიობენ მცირედ შეცდომებსაც კი, დადვის პრებითად არიან განწყობილი მათი შეფასებისას ,თუმცა სვხავგვარი დამოკიდებულებაა მოტივაციის არ მქონე მოსწავლის შეფასებისას. არათანაბარი პირობები,შეფასებისას ,აქტივობების განხორციელების პროცესში ,მშობლის ეფექტურად ჩართვა და მათთან თანამშრომლობა.
ინტერვენციები
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციების საფუძველზე შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის რამოდენიმე ვარიანტი
კლასში ქცევის წესების შემუშავებაში ყველა მოსწავლის თანაბარ პირობებში მონაწილეობის მიცემის შესაძლებლობა .
პასუხისმგებლობის დაკისრება მოსწავლეებზე არასწორი ქცევისას მათ მიერ შემუშავებული სანქციების გათვალისწინებით .
კლასში  ბავშვების  გადაადგილება(პერიოდული ცვლა)  და წინა ადგილებზე მოტივაციის არმქონე მოსწავლეების განთავსება  ,მათზე ლიდერის როლის მორგება .
ჯგუფურ მუშაობაში ჩართვა ,
ხშირი დახმარება პედაგოგისგან .
კლასში სასწავლო ფილმების შეტანა .ემპატიის უნარის განვითარებაზე და მოტივაციის მნიშვნელობაზე
როლური თამაშები.
შეფასებისას ობიექტურობის პრინციპების დაცვა .
კოლეგიალურობა
,რეკომენდაციების მიღება
სკოლის ყველა პედაგოგისათვის საგნობრივი სტანდარტების გაცნობა .
შეფასების შეთანხმებული კრიტერიუმების შემუშავება ,რაც დაეხმარება მასწავლებელს ,მოსწავლეთაშესაძლებლობების ,რეალური მოლოდინების დანახვაში ,საბოლოოდ კი პრობლემის მოგვარებაში.
მოსწავლეები და მათი მშობლებს კი დახმარებას გაუწევს განსაზღვრონ შესაძლებლობები ,როგორც მოსწავლემ, ა.ე.მშობელმა საკუთარი შვილის!
მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მასწავლებელს  და მასწავლებელს თვითშეფასების რუბრიკები ,რომელიც გაუწევს დახმარებას განისაზღვროს  და დაიგეგმოს საჭიროებები .ეს კარგი შეფასება იქნება პროგრესის მონიტორინგის განსაზღვრისათვის!

განხორციელებული ცვლილებები
ზემოთ მოცემული  ინტერვენციების ვარიანტები განვიხილე სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის პედაგოგებთან და ადმინისტრაციასთან. მოდელების განხილვის შემდეგ შევარჩიე და განვახორციელეთ შემდეგი ცვლილებები .
1სკოლის ყველა მასწავლებლისათვის საგნობრივი სტანდარტის  და .ეს.გ  კიდევ ერთხელ გულდასმით გაცნობა
2თანამშრომლობითი ურთიერთობების გაღმავება როგორც მოსწავლე-მასწავლებელს .ა.ე .ურთიერთშორის .
3შეფასების სისტემის დაახლოება.
4მშობლების ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში
5ბულინგის პრევენცია
6 ეფექტური კომუნიკაციის დამყარება
7 ტრენინგის გავლა. სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის  განვითარების ხელშეწყობა
1 სკოლის მასწავლებლებისატვის საგნობრივი სტანდარტის და .ე.ს.გ. ს გაცნობა : პედაგოგები გაეცვნენ ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ სტანდარტებს და ეს.გ მიზნებს .დოკუმენტების გაცნობის მიზანი იყო მასწავლებლებს კლასის სასწავლო გეგმის შედგენისას გაითვალისწინონ  გაითვალისწინონ მიღებული ინფორმაცია და დაგეგმონ საკლასო აქტივობები ისე რომ ,მოსწვავლემ მიიღოს ისეტი ცოდნა და გამოიმუშავოს ისეტი უნარები რომელიც მას დასჭირდება პროგრამის დასაძლევად .სტანდარტის გაცნობა საშუალებას მისცემს მასწავლებლებს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ სასწავლო პროცესის
სწორად დაგეგმვაში.
2თანამშრომლობითი ურთიერთობების გაღმავება როგორც მოსწავლე-მასწავლებელს .ა.ე .ურთიერთშორის. როგორც კვლევამ გვიჩვენა ხშირია შემტხვევები როდესაც მასწავლებლები ერთმანეთს იშვიათად ან საერთოდ არ უზიარებენ ,გამოცდილებას .ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების მიზნით მასწავლებლები დაესწრნენ ერთმანეთის გაკვეთილებს .ყველა კლასში ,.გაკვეთილზე დასწრების პროცესში თითოეული პედაგოგი აკვირდებოდა ,მასწავლებლის მიერ განხორციელებულ აქტივობებს და აკეთებდა ჩანაწერებს .ა.ე აკვირდებოდა ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეთა ურთიერთობას, რამდენად  აქტიურად იყვნენ ჩართულები  მოსწავლეები თანაბრად საგაკვეთილო პროცესში   და მასწავლებლის მიერ მიცემულ კომენტარებს . ა.ე.აკვირდებოდნენ ბავშვებს რომლებიც ნაკლება აქტიურ მოსწავლეებად ითვლებოდნენ ან საერთოდ არ აქტიურობდნენ და აკეთებდნენ ჩანიშვნებს რვეულში  აქტივონით მასწავლებლებმა უკეტ შეძლოთ გამოეკვეთად პრობლეები და სასწავლო როცესში წარმოქმნილი სირთულეები.
3დაიგეგმა მასწავლებელთა ჯგუფთან შეხვედრები რომლის მიზანს წარმოადგენდა შეფასების სისტემაში არაებული რობლემების გამოკვეთა და მისი პრევენცია .მოხდა შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების განხილვა და გადაწყდა შეფასებისას მასწავლებლებს გამოეყენებინათ  წახალისების მეთოდები .ა.ე. ტავი შეეკავებინათ არასასურველი კომენტარებისგან  რომლებიც მოსწავლეთა მოტივაციის დაკარგვის საფუძველს წარმოადგენდა .აღნიშნული პრობლემის პრევენციისთვის ხდებოდა გაკვეთილზე დასწრება და ფოკუსირებული დაკვირვება ,რამდენად რეაგირებდნენ მოსწავლეები ცუდ კომენტარზე იცვლებოდა თუ არა მათი სწავლის ხარისხი  და რამდენად რეაგირებდნენ დადებით კომრნტარზე .გაირკვა რომ უარყოფითი კომენტარი წინაპირობაა მოტივაციის დაკარგვის.

4მშობლების ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში
ყველა კლასში ჩატარდა მშობლებთან შეხვედრები ,მშობლები გაეცვნენ შეფასების სისტემებს ,მათ მოვალეობას და  ჩართულობის მნიშვნელობას სასწავლო პროცესში. პედაგოგებმა დეტალურად გააცვნეს რატომ არის საჭირო მათი ჩარევა ბულინგის პრევენციისატვის და მოტივაციის გასაზრდელად შვილის სასკოლო ცხოვრებაში .მშობლები ა.ე.გაეცვნენ შეფასების სისტემებს   .რამდენ ქულიანი შეფასების სისტემა არის სკოლაში და როგორ ხორციელდება მოსწავლეთა შეფასება. მასწავლებლებმა ა.ე.გააცვნეს მშობლებს ბულინგის წინააღმგდეგ გატარებული ღონისძიებები სკოლაში და კლასში  და მისცეს რეკომენდაცია აკონტროლონ ბავშვები ინტერნეტის მოხმარებისას და  სოციალური ქსელების გამოყენებისას .
5ბულინგის პრევენცია
მასწავლებლებმა ა.ე.გააცვნეს მშობლებს ბულინგის წინააღმგდეგ გატარებული ღონისძიებები სკოლაში და კლასში,  გააცვნეს როლური თამაშების , სასწავლო ფილმების არსი და მნიშვნელობა ,აუხსნებს მშობლებს რომ მსგავს შემთხვევებში თუ ბავშვი შეიცვალა , დაუქვეითდა სწავლის მოტივაცია,არ არის კონტაქტური ,და,ა,შ, საჭიროა მათი დახმარება  პრობლემის გამოსარკვევად და ერთობლივად პრობლემის გადაჭრის გზებისა და მეთოდების ძიება.   და მისცეს რეკომენდაცია აკონტროლონ ბავშვები ინტერნეტის მოხმარებისას და  სოციალური ქსელების გამოყენებისას

6 ეფექტური კომუნიკაციის დამყარება
მოსწავლეებთან დაგეგმა   შეხვედრა და მასწავლებლები ესაუბრნენ ჩაგვრის შემთხვევაში საჭირო კომუნიკაციაზე რომელიც
მნიშვნელოვნად დაეხმარება მასწავლებელს აღმოფხვრას ის პრობლემები რომელიც შესაძლოა წარმოიშვას სკოლაში და მან გამოიწვიოს ბულინგის სხვადასხვა ფორმის ,გავრცელებაჩაგვრა, დაშინება ,მუქარა , და ა.შ.  ამისტვის საჭიროა მასწავლებელმა შეძლოს ბავშვს გაუჩნდეს სურვილი მეორე პპირს, მშობელს ან მასწავლებელ გადასცეს ინფორმაცია.
რეკომენდაციები :კვლევის საკითხთან დაკავშირებით შევიმუშავე რეკომენდაცია ,სკოლაში ბულინგის არსებობისდა მოტივაციის დაქვეითების შემთხვევაში რა აქტივობები უნდა განხორციელდეს არნიშნული რობლემის არმოსაფხვრელად.
რეკომენდაციები  შემდეგნაირად ჩამოყალიბდა .
1საჭიროა თანამშრომლობის გაზღრმავება ,მოსწავლესა და მასწავლებელსმასწავლებელსა და მასწავლებელს ,მასწავლებელსა და მშობელს შორის.შვილსა და მშობელს შორის .
ü  საჭიროა შემუშავებს სკოლის ყველა პ შორის ინტენსიური სამუშაო შეხვედრების გრაფიკი .არსებული რობლემების გამოსავლენად და პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად .
ü  შეთანხმდენ ბავშვებთან დადებითი კომენტარების და წახალისების მეთოდების შემუშავებაზე (არ გამოიყენონ მოსწავლესთან მიმართვისას ისეთი ტერმინოლოგია რომელიც შეიცავს ბულინგის ელემენტებს ,ჩაგვრის შემთხვევაში რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ ქმედებაზე რომელიც იწვევს ბავშვის დაბულინგებას .დაამყარონ მშობელთან ,მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაცია რათა თავიდან იქნას არიდებული სკოლაში ძალადობის სხვადასხვა სახეების გამოვლენა ,და რეაგირება იყოს სწაფი.
ü  რეკომენდირებულია ედაგგები გაეცნონ საგნობრივ სტანდარტებს ,ბავშვთა ქცევის  თავისებურებებს .როფესიულ ლიტერატურას და ,ე,ს,.გ
ü  მასწავლებელმა . სკოლამ ,უნდა უზრუნველყოს სასურველი სასწავლო ატმოსფეროს შექმნა
ü  აქტიურად უნდა ჩაერტონ მშობლები საკუთარი შვილის სწავლის როცესში.

სასურველია პედაგოგმა  რომელიც პირველად შედის კლასში გამოიკვლიოს ,კლასის გარემო ,იტანამშრომლოს კოლეგებტან .რათა იცოდეს რა მდგომარეობა დახვდება კლასში ,წინასწარ ქონდეს შემუშავებული ,სამოქმედო გეგმა. კარგად გამოიკვლიოს კლასი და ფრტხილი იყოს შეფასებისას როგორც კომენტარის ან ნიშნის დაწერის პროცესში,დააკვირდეს მოსწავლეთა ,აქტიურობის ხარისხ და თუ გამოიკვეთა პრობლემა დაიწყოს კვლევა აქტიურად ითანამშრომლოს  კოლეგებთან.გაიზიაროს მათი გამოცდილება ,თავი შეიკავოს .ა.ე.დაბალი ნიშნის წერისგან.
ინტერვენციის შეფასება
ჩემი შეფასების მიზანს წარმოადგენდა გამეგო
1რამდენად შესაძლებელი და მარტივია ჩემს მიერ შემუშავებული  რეკომენდაციების გამოყენება .კვლევის პროცესში გამოვლენილი პრობლემების გადასაწყვეტად
2 იძლევა თუ არა მსგავსი რეკომენდაციები ბულინგის რევენციას და მოტივაციის გაზრდას
3 მნიშვნელოვანია თუ არა მშობელთა ჩართულობა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის
4 მნიშვნელოვანია თუ არა კოლეგებს შორის თანამშრომლობა  და სასურველი სასწავლო გარემოს შექმნა ,ოსწავლეებისათვის
5 დაეხმარება თუ არა ჩემი კვლევა სკოლას და კოლეგებს მსგავსი პრობემის გადაჭრისას .
ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად ჩავატარე ინტერვიუები  .სკოლის მასწავლებლებთან რომელიც დამეხმარა კვლევაში და აქტიურად იყო ჩართული ცვლილებების დაგეგმვასა და განხორციელებაში
რაც შეეხება სტანდარტის გაცნობას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო  გამერკვია გეგმავდნენ თუ არა მასწავლებლები სწორად გაკვეთილს ,და მნიშვნელოვანი იყო თუ არა მათთვის ეს დოკუმენტი, რაში ეხმარება მათ არასწორად დაგეგმილი გაკვეთილი იწვევს თუ არა კვლევის სათაურში წამოჭრილ პრობლემას.
პედაგოგთა შორის გამოცდილების გაზიარების კუთხით მნიშვნელოვანი იყო შეფასების სისტემა .განმავითარებებლი და განმსაზღვრელი კომენტარი რომელიც როგორც მოტივაციას უქვეითებდა ,მოსწავლეს ასევე უზრდიდია კიდეც ,მასწავლებლები შეთანხმდნენ რომ ბულინგის ერთ  ერთი ფორმა შესაძლოა ცუდად მიცემული შენიშვნა, არასწორად დაწერილი ნიშანი , უყურადღებობა მოსწავლის მიმართ ,სალანძღავი სიტყვების გამოყენება , .იყოს რაც აუცილებლად არის მოტივაციის დაკარგვის წინაირობა .პედაგოგებმა აღნიშნეს რომ სხვადასხვა განხორციელებული აქტივობის შედეგად ბავშვები შეიცვალნენ,გამოცოცხლდნენ გაუჩნდათ სწავლის სურვილი,თუ მანამდე ისინი ჩრდილში იყვნენ ეხლსა მდგომარეობა ,შეიცვალა მოსწავლისთვის მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა ,წინა მერხთან ჯდომა,ჯგუფურ მუშაობაში ჩართვა როლის  მიცემა,საქმის დავალება, და ,აშ, თითქოს მართლაც იგრძნობოდა კლასში რომ ისინი იჩაგრებოდნენ არა მასწავლებლის ან მოსწავლის ,არამედ პედაგოგის მიერ არასწორად შერჩეული სწავლის მეთოდიდან გამიმდინარე რაც მათში კლავდა მოტივაციას.მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილების დაკვირვების საფუძველზე დაყრდნობით ეფექტური იყო უკუკავშირი და დაგინდა რომ ბულინგის სხვადასხვა სახე მართლაც კლავს მოტივაციას.ამჯერად მასწავლებლების მიერ გაცემული კომენტარები საჭირო და გასათვალისწინებელი იყო . თუ თავდაურველად მოსწავლეების გარკვეული ნაწილი საერთოდ არ ერთვებოდნენ საკლასო როცესში .,კვლევის განხორციელების და რეკომენდაციების შემდეგ გააქტიურდნენ რადგან მოხდა მათი შესაძლებლობების სწორად სეფასება .მასწავლებლის სწორად შერჩეული კომენრტარის ტუ აქტივობის სანაცვლოდ მოსწავლეს გაუჩნდა რწმენა საკუთარუი თავისადმი და აუმაღლდა მოტივაცია . მასწავლებლებმა ა.ე.გააცვნეს მშობლებს ბულინგის წინააღმგდეგ გატარებული ღონისძიებები სკოლაში და კლასში  და მისცეს რეკომენდაცია აკონტროლონ ბავშვები ინტერნეტის მოხმარებისას და  სოციალური ქსელების გამოყენებისას მასწავლებლის მიერ გაკეთებულ  წერილობით კომენტარებში ,მხვდებოდა რეკომენდაციები, განმავითარებელ შეფასებასთან დაკავშირებით .ა.ე აქტიურად მოხდა მშობლების ჩართვაც კვლევის პროცესში .პრომლებიც პრობლემის აღმოფხვრაში დამეხმარაა.კვლევაში ჩართული მასწავლებლები ,მოსწავლეები და მშობლები ადასტურებდნენ რომ რობლემა აღმოიფხვრა.
დასკვნა :სკოლაში ჩატარებული სკოლის საჭიროების კვლევის საფუძველზე ,შემიძლია დავასკვნა რომ ,სკოლაში ბულინგის არსებობა მართლაც ერტ ერტი ხელშემწყობი ფაქტორია სწავლის მოტივაციის დაქვეითების, რობლემის გამომწვევი მიზეზი კი შემდეგში მდგომარეობს :
ü  პედაგოგებს,მშობლებს, მოსწავლეებს  შორის თანამშრომლობის და ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა
ü  შეფასების დროს სწორად განსაზღვრული განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ,კომენტარის სწორად მიცემა.
ü  მშობელთა ჩართულობის პასიურობა სასკოლო ცხოვრებაში .
დასკვნა არნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები.გატარებული ინტერვენციების  შეფასებისას გამოვლინდა რომ  მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო.


ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
2018
2019
ანკეტირება მშობლების 
გამოკითხვა პედაგოგების
გამოკითხვა ბავშვების
გაკვეთილებზეზე დაკვირვება
ინტერვენციები
თემის შერჩევა
+





სამიზნე ჯგუფის შერჩევა
+














 დანართი 1 სწავლის მოტივაციის დაქვეითების ფაქტორი კი მშობელთა ,მასწავლებელთა და მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად ასეთია:
1
 მოსწავლეებს ეკარგებათ სწავლის სურვილი როცა მასზე ხორციელდება ,რაიმე სახის ძალადობა( სიტყვიერი , ფიზიკური,ფსიქოლოგიური.)
2 მოსწავლეებს არ შესწევთ უნარი დაიცვან საკუთარი თავი.
3.ისინი უარს ამბობენ სწავლაზე და სწავლის პროცესში ჩართულობაზე.
4.მოტივაციის არცერთი სახე არ არის მათთვის მისაღები
5.საჭიროებენ დახმარებას პრობლემის მოსაგვარებლად.
რა შედეგამდე მივყავართ ბულინგს(მობინგს)და დამესახა მათი გამოსწორების გზები .
1)მნიშვნელოვანი იყო  კვლევის ფარგლებში გამეკეთებინა ანალიზი  ,როგორ გამეზარდა  მოსწავლეებში სწავლის მოტივაცია და როგორ შემეშალა  ხელი სკოლაში ბულინგის არსებობას. დავადგინე  არსებობდა თუ არა სკოლაში ბულინგის რაიმე ფორმა! /.
2 სწავლის პროცესში დაგეგმილი მქონდა   პრობლემის გადაჭრის გზები და მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები.
3 აქტიურად ვრთავდი  მოსწავლეები .სკოლაში აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში.
5 ვამყარებდი  ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაციას რომელიც შესაძლებლობას მომცემდა აღმოვფხ პრობლემა.
6 დავუბრუნო მოსწავლე სასურველ მდგომარეობას და გავუზარდო სწავლის მოტივაცია .
შევქმნა სასურვე
ლი სასწავლო გარემო და გავხადო მოსწავლე თავისი სწავლისთვის საჭირო რესურსების მომპოვებელი.
7დავსახო ინტერვენციები და შევაფასო მიღებული შედეგი.
           
 დანართი ნ1 კითხვები მასწავლებლებისათვის და ადმინისტრაციისთვის

1რამდენად ხშირად იყენებენ მასწავლებლები სასურველი სასწავლო გარემოს შექმნის სტრატეგიებს? იშვიათად   .ხშირად .
2 ახორციელებენ თუ არა დაკვირვებას მოსწავლის მდგომარეობაზე ?მის  სოციალურ ფონზე? თუ გამოიკვეთა პრობლემა რეაგირებენ თუ არა პრობლემებზე?
3ეხმარებიან თუ არა მოსწავლეს მოტივაციის ამაღლებაში?
4 იკვლევენ თუ არა რამ გამოიწვია სწავლის უნარის დაქვეითება?
5ხსირად ესაუბრებიან თუ არა შემწყნარებლობაზე ?
6ეხმარებიან თუ არა სწავლის პროცესში?
7ამყარებენ თუ არა ეფექტურ კომუნიკაციას მოსწავლეებთან და მშობლებთან
ცდილობენ თუ არა პრევენციული ღონისძიებების გატარებას ბულინგისთვის?
8 უზიარებენ თუ არა პედაგოგები ერთმანეთს გამცდილებას?
9 მიმარტავენ ტუ არა ბავშვებს ხმამაღალი  ტონით?
10 რა ინტენსივობით ?

ხშირად
იშვიათად
სულ 20 პედაგოგი
1
15
5

2
13
7

3
6
14

4
8
12

5
9
11

6
14
6

7                                          11
9

8
13
7

9
12
8

10


15
5



დანართი 2


შერჩევა:
კვლევაში გამოყენებული დაკვირვების ტიპი.უბრალო დაკვირვება , საკვლევი პრობლემის შესასწავლად დაიგეგმა გამოკითხვის ჩატარება. იხილეთ კითხვარი.

კითხვარი მასწავლებლებისათვის

1 გქონიათ თუ არა შემთხვევა კლასში ,სკოლაში ,ბულინგის?
2 აგვარებთ ამ პრობლემას ?
3 ხმამაღალი ყვირილი არის ძალადობა?
4დახმარებიხარ თუ არა ბულინგის ინიციატორ ბავშვს ?
5დახმარებიხარ თუ არა დაზარალებულ ბავშვს?
6 არის თუ არა კლასში სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემო?
7 რა მეთოდებს იყენებთ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად
8კარგი დამოკიდებულება გაქვთ მოსწავლეებთან
9როგორ ფიქრობთ  პრობლემები, უქვეითებთ ბავშვებს მოტივაციას ?
10შეიძლება თუ არა ძალადობა იყოს სწავლის მოტივაციის დაქვეითების მიზეზი?
11მნიშვნელოვანია თუ არა  მშობლების ჩართულობა  სასკოლო ცხოვრებაში ?
კითხვის ნომრები
დიახ
არა

1
7
13

2
10
10

3
13
7

4
8
12

5
5
15

6
16
4

7
13
7

8
14
6

9
15
5

10
12
8

11
16
4




დანართი ნ 3, მოსწავლეთათვის
უწყობს თუ არა ხელს სკოლის მოსწავლეებში ,ბულინგის არსებობა მოტივაციის დაქვეითებას ?
კვლევის მთავარ კითხვაში ,აღნიშნული პრობლემების  მიზეზების დადგენაში დაგვეხმარება დიაგრამა 1











                                         რეფლექსია
2018 -2019 სასწავლო წელს უსახელოს საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მანანა პაპიძემ ჩავატარე კვლევა რომელიც მიმაჩნია რომ გამომდინარეობდა კვლევის საჭიროებებიდან, კვლევაეხებოდა მოტივაციის დაქვეითებას და მის წინაპირობად შეიძლებოდა თუ არა  მიჩნეული ბულინგი. შევარჩიე სამიზნე ჯგუფები და დავიწყვე კვლევა ,იდეა კი გამიჩნდა მას შემდეგ რაც სხვადასხვა კლასში შესვლისას მოსწავლეების ნაწილი არ კონტაქტობდა არც მასწავლებელტან არც ბავშვებთან , დავეკითხე კოლეგებს მათი მდგომარეობის შესახებ და ისინიც იგივეს ამჩნებდნენ მდგომარეობა არ იცვლებოდა ,მას შემდეგ რაც დავიწყე კვლევა დავიწყე პარალელურად დაკვირვება მოსწავლეებზე და მათ ქცევაზე აღმოჩნდა რომ კლასში იყვნენ ისეთი მოსწავლეები რომლების სწავლის სურვილს უკარგავდნენ,] მათ, აძლევდნენ შენიშვნებს დასცინოდნენ, ბავშვების ნაწილი აღარ სწავლობდა ადა არ კონტაქტობდა მასწავლებელთან .პირველი რაც გავაკეთე დავიწყე აქტიური ჩარევა კვლევისთანავე ,შევცხვალე სასწავლო გარემო ,შევამუშავებინე ქცევის ,წესები , გადავაადგილებინე მერხები ,შედარებით პასიურ ბავშვებს  სხვა მოსწავლეევთან შეთანხმების ადგილზე დავსვი წინა ადგილზე, თიტქოს გამოცოცხლდნენ , დავაკისრე სხვადასხვა ფუნქციები საგაკვეტილო პროცესში აქქტიურად ჩავრთე ,ამაში ჩემი კვლევაც მეხმარებოდა ,აღმოჩნდა რომ მოსწავლეთა ნაწილი გაბრაზებული იყო ყოფილ მასწავლებელზე , ,რომელიც ამჟამად ჩვენს სკოლაში აღარ ასწავლის  მეგობრებზე , ტავისზე ასაკით უფროს ბავშვებზე და მოტივაციაც დაკარგული ქონდატ, სწავლების პროცესშ ი გამოვიყენე წახალისების მეთოდები ,მივეცი განმავიტარებელი კომენტარები  ,გავიარე კონსულტაცია კათედრებზე ,ყველა საგნის პედაგოგებთან ,ამ პროცესში აქტიურად იყო ჩარტული ადმინისტრაციაც . გამოკითხვამ აცვენა რომ ბავშვები ყვეაზე მეტად უქვეიტებთ მოტივაციას ,ყვირილი ,ნისნის დაკლება ,არასწორი შეფასება , არატანაბარი პირობები და ცუდი სასწავლო გარემო . დავიწყეტ ერთმანეთის გაკვეთილებზე დასწრება სასწავლო პროცესში აქტიურად დავიწყეთ სხვადასხვა აქტივობების გამოყეენება ჩავრთეტ ჯგუფურ სამუშაოებში ,საგაკვეთილო პროცესში შევიტანეთ როლური თამაშები ,კინო ფილმები. შევხვდით მშობლებს ვესაუბრეთ მათ შვილებზე და ვთხოვეთ ტვალყური ედევნებინათ ნმათი ბავშვებისათვის ,ამ გამოწვევას მოსწავლეები დადებითად შეხვდნენ ალაარაკდნენ დაიწყეს აქტიურად საგაკვეტილო პროცესში ჩარტვა ,განსაკუთრებით ჯგუფურ მუშაობაში , წლის ბოლოსატვის ერთობლივად შევძელით  პროექტის მოლაპარაკე კედლის  განხორციელება რომელშიდაც პასიური მოსწავლეები ინტენსიურად ჩაერტვნენ .ყველაზე მნიშვნელოვანი კი მათთვის გარეგანი მოტივაცია აღმოჩნდა ,რაც განმავითარებელი და განმსაზრვრელი კომენტარით შემოიფარგლა .  ვთვლი რომ ჩემი კვლევა ნამდვილად დროული იყო სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე და მიზანსაც მიაღწია.
ჩემი კვლევის ნაკლოვანებები გამომდინარეობს შემდეგში , ვერ შევძელი  მოსწავლეების  განმსაზრვრელი შეფასების შედეგების ატვირთვა ,კვლევაში სრულად ვერ ჩავრთე ყველა მშობელი , ჯანმრთელობის პირობების გამო , ვფიქრობ განსაზრვრული დროც არასაკმარისი აღმოჩნდა ,კვლევისთვის მეტი დრო რომ დამეთმო უფრო ხარისხიან და ეფექტურ კვლევას გავაკეთებდი.


No comments:

Post a Comment