ჩემს შესახებ

Sunday, April 14, 2019

დღეს უკვე მეცხრე დღეა ,ტრენინგის დასასრულის დღე !უკვე გული მწყდება რომ ამ ტრენინგზე არ მოვალ ! ისე მივეჩვიე შესაძლოა შემდეგ შაბათ- კვირას არ გამახსენდეს  ავტომატურად წამოვიდე ტრენინგზე😆)ერთი ნამდვილი ამბავი უნდა მოვყვე ,ერთმა კაცმა ძროხა  გაყიდა ,წავიდოდა მინდორში ყოველ დღე და როცა იმ ადგილს მიუახლოვდებოდა სადაც დაბმული ჰყავდა ,მერე ახსენდებოდა რომ გაყიდა ის როხა .ერთი სიტყვით გადავეჩვევი ალბათ ტრენინგებზე სიარულს  და გულიც დამწყდება .აქ ერტ გუნდად შევიკარით ,ველა ერთმანეთის ახლობელი გავხდით , ერთმანეთს კარგად გავუგეთ . თემა კარგადშემირჩევია , მრავალფეროვანი გარემო ,, სწორედ ასეთ გარემოში   მომიწია ურთიერთობა ადამიანებთან და მინდა გითხრათ დისკრიმინაციის ნიშნები არ იკვეთებოდა 😊თუ არ ჩავთვლით გენდერულ ბალანსს .,, როგორც ყოველთვის ,აქაც ქალებს სიჭარბე იგრძნობოდა . დავჩაგრეთ ერთადერთი  , ტრენინგის მონაწილე მამაკაცი ამ კუთხით . არ გაგიკვირდეთ დღეს რომ არარ ვწერ რა ვისწავლე და რა გავაკეთე , უბრალოდ მხოლოდ  იმ შტთაბეჭდილებებზე მინდა გესაუბროთ რაც ამ ტრენინგზე დამრჩა . ტრენერი  გადასარევი პიროვნებაა , მონაწილეებიც .შემიყვარდნენ ეს ადამიანები და გული მწყდება რომ ვშორდებით და მხოლოდ ტრენინგით შემოიფარგლა ჩვენი ურთიერთობა.  ტრენერო და მეგობრებო, ყველანი ძალიან კარგები ხართ .ყველანი ძალიან მიყვარხართ .როცა მოვიცლიაუცილებლად დაგიკომენტარებტ ბლოგებზე .აბა წარმატებები სულ მუდამ , ყველას მთელი ცხოვრება . კიდევ ბევრი მინდა დავწერო შინაარსიც არ წამიკითხავს , რაც მთავარია გულით დავწერე  ის რასაც ვფიქრობდი. ნახვამდიიისსსს.

Sunday, April 7, 2019

მერვე დღე

დღეს ხარებაა ,ყველას გილოცავთ .გახარებული გამყოფოთ უფალმა.კი კარგია ტრენინგი მააააგრამ :( ამ ხარება დროს !?) არა უშავს მაინც დიდი შემართებით ვიწყებ მუშაობას . დავასრულეთ გეგმის შაბლონი .ცარიელი ველები რომელიც შესავსები გვქონდა შევავსეთ .დავეხმარეთ ერთმანეთს, .გადავხედეთ პორთფოლიოს საქაღალდეებში სწორად გვეწყო თუ არა ფაილები და დავალაგეთ სწორად.ვიმუშავეთ პრეზენტაციიაზე .მივეცით  საბოლოო სახე და დავასრულეთ /შესვენების შემდეგ დავიწყეთ  ახალი თემა თუ როგორ გამოვიყენოთ ჯიმაილის სერვისები  .განვიხილეთ  ონლაინში ერთად მუშაობის წესებს რომელსაც ინახავს დრაივი. საინტერესო იყო ონლაინ ჩათი ყველა ტრენინგის მონაწილე ჩაერთო დიდი ინტერესით. განვიხილეთ დრაივში ელექტრონული კითხვარის გაკეთება მივიღეთ დავალება  ვისწავლეთ ტესტების შედგენა ფოტოების დამატება .და ინფორმასციის გაზიარება/ ტრენინგი ხიბლს არ კარგავს .მართლა საინტერესოა ინტელის ტრენინგი ამ ტრენინგზე შესაძლოა ბევრი რამ ისწავლოთ. ვსწავლობთ დრაივში მოსწავლის ნამუშევრის ატვირთვას, გაზიარებას და ბლოგზე განთავსებას ( მე :) როგორც ყოველთვის პარალელურ რეჟიმში ვწერ .( მაპატიეთ:) ბლოგზე უკვე განვათავსე ლინკი და ეხლა ვამოწმებ დევს თუ არა სწორად პრეზენტაცია . როგორც იქნა დავასრულე მუშაობა ნახვამდის .

Saturday, April 6, 2019

მეშვიდე დღის რეფლექსია

რაც უფრო მეტი  დრო  გადის მით უფრო მეტად საინტერესო ხდება ტრენინგი და აქტიურობის ფაზაში შევდივართ მონაწილეები .დღევანდელი დღე  საინტერესოდ დავიწყეთ დავწყვილდით , პრეზენტაციის პროგრამის pover pointis  გაკეთებაში დავეხმარეთ ერთმანეთს და აზრი გავუზიარეთ .
ტრენერმა განიხილა გარდნერის თეორია ვისაუბრეთ მოსწავლეთა შესაძლებლობებზე და  მეხსიერების სახეობებზე რომლებიც შესაძლოა მოსწავლეს აღმოაჩნდეს .ვისაუბრეთ აქტივობებზე რომელიც შესაძლოა მეხსიერების სხვადასხვა სახეებს შეუსაბამო.შემდეგ ვნახეთ რენერის ბლოგი რომელზედაც საინტერესო და ამავდროულად საჭირო რესურსები დევს და მადლობა მას რომ გვაძლევს შესაძლებლობას გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან .ტრენერი ხშირად გვაძლევს საჭირო  რჩევებს  რომლის გარეშეც ვერ შევძლებდით ტრენინგის წარმატებით დასრულებას.ტრენინგის ბოლო ეტაპზე გავაკეტეთ პრეზენტაცია პოვერ პოინტში  შერჩეული თემის შესაბამისად .ნამდვილად კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით და მიღებული ცოდნით.